იმერეთის სუმოს რეგიონალურმა ფედერაციამ რამდენიმე დღის წინ იმერეთის ღია პირველობა ჩაატარა. ტურნირზე მონაწილეობა შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მოზარდებმა მიიღეს.
შეჯიბრის მიზანი იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტის ამ სახეობით დაინტერესება და ახალი ტალანტების აღმოჩენა იყო.
შეჯიბრების დაწყებამდე ბავშვებს სუმოს ისტორიაზე მცირე ლექცია ჩაუტარდათ, რომელსაც თავად საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან ცაგურია (კოკკაი) უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ლექციის დროს ბავშვების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იგრძნობოდა.
კოკკაიმ გამარჯვებულები სამახსოვრო თასებით, სიგელებითა და სუვენირებით დააჯილდოვა.
საქართველოში ასეთი პატარა ასაკის ბავშვები სპორტის ამ სახეობაში აქამდე არასდროს ყოფილან ჩართულნი.
წყარო – საქართველოს სუმოს ფედერაცია