იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად 69 სახლის სახურავია დაზიანებული, წაქცეულია ხეები, ასევე დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.
ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა აბონენტების ნაწილს. ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება წყალი, სოფლებში დაზიანდა სასათბურე მეურნეობები.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.