იმერეთსა და ქვემო სვანეთში კორონავირუსზე ჩატარებული 12 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიამ იმერეთისა და ქვემო სვანეთის სამედიცინო დაწესებულებებიდან 12 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
დღეს იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეები 129 პირმა დატოვა და კარანტინში ამჟამად 267 მოქალაქე იმყოფება.
ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან ერთი პირი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სტაციონარში გადაიყვანეს.