იმერეთში, ოთხ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 432 მოქალაქეა მოთავსებული. აქედან საჩხერეში იმყოფება 26 მოქალაქე, საირმეში 213, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში 102 და სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ – 91.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საირმის საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი პირი გადაიყვანეს, ორი კი თვითიზოლაციაში წავიდა.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთში თვითიზოლაციაში სულ 303 მოქალაქეა.