იმერეთის ოთხ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 432 მოქალაქე იმყოფება

11:05, 23.03.2020

იმერეთში, ოთხ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 432 მოქალაქეა მოთავსებული. აქედან საჩხერეში იმყოფება 26 მოქალაქე, საირმეში 213, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში 102 და სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ – 91.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საირმის საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი პირი გადაიყვანეს, ორი კი თვითიზოლაციაში წავიდა.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთში თვითიზოლაციაში სულ 303 მოქალაქეა.

მსგავსი