იმერეთის ოთხ საკარანტინე ზონაში სულ 425 მოქალაქეა მოთავსებული
იმერეთის ოთხ საკარანტინე ზონაში სულ 425 მოქალაქეა მოთავსებული

იმერეთის ოთხ საკარანტინე ზონაში ამ დროისთვის 425 მოქალაქეა მოთავსებული. მათგან საჩხერეში 42 მოქალაქეა, საირმეში 189, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში 103 და „წყალტუბო პლაზაში“ 91. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საირმის საკარანტინე ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა.