„იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
„იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა Ferien Messe Wien-ში მონაწილეობს.
Ferien Messe Wien-ის მონაწილეობისთვის იმერეთი ქუთაისსა და ავსტრიის დედაქალაქს შორის პირდაპირი ფრენის გამო შეირჩა.
გამოფენის მთავარი თემატიკა აქტიური დასვენება, მოგზაურობა და ცხოვრების ჯანსაღ წესია.
„Ferien Messe Wien“ არის წამყვანი გამოფენა ავსტრიაში, რომელსაც 80 ქვეყნის 800 მონაწილე ესწრება. ჩვენთვის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია რეგიონის აღნიშნულ ბაზარზე წარდგენა”, – აცხადებს „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.