ილონ მასკს და მომღერალ გრაიმსს პირველი საერთო შვილი შეეძინათ
ილონ მასკს და მომღერალ გრაიმსს პირველი საერთო შვილი შეეძინათ

„ტესლასა“ და „სფეის იქსის“ დამფუძნებელს, ილონ მასკსა და კანადელ მომღერალ გრაიმსს პირველი საერთო შვილი შეეძინათ.

ვაჟის დაბადების შესახებ მასკმა და გრაიმსმა (ნამდვილი სახელი კლერ ბუშე) ტვიტერზე დაწერეს. ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვაზე, რა დაარქვეს ბავშვს, მასკმა უპასუხა — X Æ A-12 მასკი.

მასკმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო ახლად დაბადებული ბავშვით ხელში.

გრაიმსისთვის ის პირველი შვილია, მასკს კი პირველი ცოლისგან უკვე ჰყავს ხუთი ვაჟი.

წყვილმა ურთიერთობა ორი წლის წინ დაიწყო. საზოგადოების წინაშე ისინი ერთად პირველად 2018 წლის მაისში წარდგნენ.