ილონ მასკმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე ვლადიმერ პუტინს ესაუბრა
Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„არა, ასე არ არის. მე პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე, ეს იყო 18 თვის წინ. საუბრის თემა კოსმოსი იყო“, – წერს ილონ მასკი.
ცნობისთვის, „გარდიანმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ამავე თემაზე კიდევ ერთმა ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმაც“ დაწერა.