ილონ მასკი, სავარაუდოდ, ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის სამიტს დაესწრება, რომელიც რიში სუნაკის ინიციატივით გაიმართება
ილონ მასკი, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის სამიტს დაესწრება, რომელიც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის ინიციატივით გაიმართება.
ბრიტანეთში 1-2 ნომბერს დაგეგმილი ღონისძიება ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ექსპერტებს და გლობალურ ლიდერებს შეკრებს ხელოვნური ინტელექტის პოტენციური რისკების განსახილველად.
ილონ მასკის კუთვნილ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ხუთშაბათს, ხელოვნური ინტლექტის უსაფრთხოების სამიტის შემდეგ ილონ მასკთან ონლაინპლატფორმაზე ინტერვიუ ექნება.
სამიტს დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან კომპანიების – Open AI-ს და Meta-ს წარმომადგენლები, ასევე სხვა ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერები. გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთიც.
საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო აქტიურად საუბრობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლო საფრთხეებზე. ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დეველოპერებს მთავრობისთვის უსაფრთხეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებას ავალდებულებს.