ილონ მასკი არჩევნებამდე ყოველდღიურად მილიონ დოლარს გადასცემს ლატარიის პრინციპით შერჩეულ თითო გამარჯვებულს, რომელიც აშშ-ის საკვანძო შტატებში იქნება რეგისტრირებული და მის პეტიციას დაუჭერს მხარს
ილონ მასკი არჩევნებამდე ყოველდღიურად მილიონ დოლარს გადასცემს ლატარიის პრინციპით შერჩეულ თითო გამარჯვებულს, რომელიც აშშ-ის საკვანძო შტატებში იქნება რეგისტრირებული და მის პეტიციას დაუჭერს მხარს

ილონ მასკი ყოველდღიურად მილიონ დოლარს სთავაზობს აშშ-ის საკვანძო შტატებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, რომლებიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მის მიერ წარდგენილ პეტიციას დაუჭერენ მხარს.

როგორც მილიარდერი განმარტავს, ის თითო გამარჯვებულს, ლატარიის პრინციპით, ხელმომწერთა სიიდან ყოველდღიურად აარჩევს.

მედიის ცნობით, საუბარია კონსტიტუციის მხარდამჭერ პეტიციაზე, კერძოდ, სიტყვის თავისუფლებისა და იარაღის ტარების წახალისებაზე, რომელიც დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად მასკის მიერ დაფუძნებულმა AmericaPAC -მა წარადგინა.

პირველი მილიონიანი ჩეკი მასკმა პენსილვანიის შტატში მცხოვრებ პირს უკვე გადასცა. კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პენსილვანიის, ჯორჯიის, ნევადის, არიზონის, მიჩიგანის, უისკონსინისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, რადგან აღნიშნული შტატები მოიაზრება საპრეზიდენტო არჩევნებში საკვანძო, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატებად.