ილონ მასკი აცხადებს, რომ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპის დაბლოკილი ანგარიში აღდგენილია
სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბლოკილი ანგარიში აღუდგინა. ამის შესახებ მასკმა „ტვიტერში“ განაცხადა.
მანამდე კი მასკმა მცირე გამოკითხვა ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, უნდა აღუდგინოს თუ არა ექსპრეზიდენტს მისი პირადი გვერდი. „ხალხის ხმა, ღმერთის ხმაა“, – წერს მასკი ლათინურ გამონათქვამს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს „ტვიტერში“ ანგარიში, ძალადობისკენ წაქეზების შემცველი განცხადებების გამო 2021 წელს დაუბლოკეს.