ილონ მასკი აცხადებს, რომ გასულ წელს უკრაინას სევასტოპოლთან „სტარლინკის“ ქსელის ჩართვაზე უარი უთხრა
ილონ მასკი აცხადებს, რომ გასულ წელს უკრაინას სევასტოპოლთან „სტარლინკის“ ქსელის ჩართვაზე უარი უთხრა

ამერიკული კომპანია „სფეის იქსის“ ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ გასულ წელს უკრაინას უარი უთხრა სევასტოპოლთან „სტარლინკის“ ქსელის ჩართვაზე.

მასკის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნა ნიშნავდა, რომ რუსული ფლოტის უდიდესი ნაწილის ჩაძირვის აშკარა განზრახვა იყო.

„მე რომ დავთანხმდებოდი მათ მოთხოვნას, მაშინ „სფეის იქსი“ აშკარად იქნებოდა თანამონაწილე ომისა და კონფლიქტის ესკალაციის მთავარ აქტში“, – განაცხადა ილონ მასკმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა სწორედ მაშინ შეიპყრეს უკრაინული აკვადრონების ხელუხლებელი ასლები, რომლებიც გაურკვეველი მიზეზის გამო ნაპირზე გამოჩნდნენ.

„სფეის იქსმა“ უკრაინას მისცა წვდომა „სტარლინკის“ თანამგზავრულ კომუნიკაციებზე რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრისთანავე.