ილიაუნის თეატრმა მუშაობა შეწყვიტა. როგორც თეატრის ოფიციალურ განცხადებაშია განმარტებული, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებების გაუქმებას გულისხმობს, უსაფრთხოების მიზნით ილიაუნის თეატრი მუშაობას 16 მარტამდე წყვეტს.
„მაყურებელი შეძლებს უკვე შეძენილი ბილეთის უკან დაბრუნებას, ან გადაცვლას სამომავლო სპექტაკლებზე“,- აღნიშნულია ილიაუნის თეატრის განცხადებაში.