საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ავსტრიაში გასამგზავრებელი შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას 23 თებერვალს, ვენაში ავსტრიელების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ორი დღის შემდეგ, თბილისის სპორტის სასახლეში, გერმანიას უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები კვლავ სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება აღნიშნულ შეხვედრებს. სხვადასხვა მიზეზის გამო, გუნდს თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე ვერ დაეხმარებიან.
ზუროსის თორმეტეული ასე გამოიყურება:
მაიკლ დიქსონი (ბაჰჩეშეჰირი თურქეთი)
გიორგი ცინცაძე (პოლიტეხნიკა რუმინეთი)
რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)
მერაბ ბოქოლიშვილი (ოლიმპი)
ანატოლი ბოისა (კაკტუსი)
მიხეილ ბერიშვილი (დინამო)
ლევან ფაცაცია (დელტა)
ნიკა დარბაიძე (ოლიმპი)
ილია ლონდარიძე (დინამო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილი (ბიბლოსი ლიბანი)
აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი)
გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი სერბეთი)
23 თებერვალს ავსტრია-საქართველოს მატჩი, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება, 25-ში საქართველო-გერმანიის შეხვედრა, 19:00 საათზე აიღებს სტარტს. ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.