ილია მეორის კურთხევით, პეტრე-პავლობის მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, პეტრე-პავლობის მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება.
ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
„ხვალ იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. პეტრე-პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათსა და პარასკევს, დანარჩენ დღეებში გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მიიღოთ თევზი“,- აღნიშნა პატრიარქმა.
პეტრე-პავლობის მარხვა ხვალ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.