ილია მეორის კურთხევით, პეტრე-პავლობის მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება
ილია მეორის კურთხევით, პეტრე-პავლობის მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, პეტრე-პავლობის მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება.

ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ხვალ იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. პეტრე-პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათსა და პარასკევს, დანარჩენ დღეებში გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მიიღოთ თევზი“,- აღნიშნა პატრიარქმა.

პეტრე-პავლობის მარხვა ხვალ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.