ილია მეორის იუბილესთან დაკავშირებული გალაკონცერტი დღეს, 20:30 საათიდან პირველ არხზე გადაიცემა
ილია მეორის იუბილესთან დაკავშირებული გალაკონცერტი დღეს, 20:30 საათიდან პირველ არხზე გადაიცემა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის იუბილესთან დაკავშირებული გალაკონცერტი დღეს, 20:30 საათიდან საქართველოს პირველ არხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საზეიმო გალაკონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება.

კონცერტში  მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები. კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე.

როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს საღამო იქნება მოკრძალებული საჩუქარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის.