ილია მეორემ ქართული დიასპორის ფორუმის მონაწილეებს სულთმოფენობა მიულოცა
ილია მეორემ ქართული დიასპორის ფორუმის მონაწილეებს სულთმოფენობა მიულოცა

ქართული დიასპორის ფორუმის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და სულთმოფენობა მიულოცა.

„დღეს ჩვენს მსახურებაზე იმყოფებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ჩვენთან ერთად დღეს ილოცეს ყოვლადწმინდა სამების მიმართ და ვლოცავთ მათ”,- აღნიშნა პატრიარქმა.

27-28 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქართული დიასპორის ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის” იმართება.