სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
საპატრიარქოს ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყნას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურული კავშირების მნიშვნელობას.