ილია მეორე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

20:06, 31.05.2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

საპატრიარქოს ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყნას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურული კავშირების მნიშვნელობას.

მსგავსი