ილია მეორე - შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ჩვენ ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი
შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ჩვენ ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა განსაცდელსა და ადამიანის ბუნებაზე იქადაგა.
„ყოველ ადამიანს აქვს რაღაც გასაჭირი და ეს გასაჭირი ეძლევათ იმის მიხედვით, რამდენად შეუძლია აიტანოს ეს გასაჭირი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი და ყოველი ჩვენთაგანი. ღმერთმა ინებოს, რომ წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენში”, – განაცხადა პატრიარქმა.