წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.
„ყველას გილოცავთ გიორგობას. ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს
მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას. მე იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – აღნიშნა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, ქაშვეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება, რომლის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო დაასახელა.