ილია ელოშვილი - ცინცაძე-კარტოზიას ქუჩებზე ესტაკადის მშენებლობის დროს ხეები მასობრივად არ მოიჭრება
ილია ელოშვილი - ცინცაძე-კარტოზიას ქუჩებზე ესტაკადის მშენებლობის დროს ხეები მასობრივად არ მოიჭრება

დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ თბილისში ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის დროს ხეების მასობრივი მოჭრა არ მოხდება.

როგორც ილია ელოშვილმა განაცხადა, ყველანაირი ზომა არის მიღებული, რათა ხეები, რომლებიც სოცოცხლისუნარიანია, გადაირგას.

“ჩვენი მიდგომა არის, რომ ძირითადი ნაწილი ხეებისა უნდა გადაირგას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მოხდეს მოჭრა. იგეგმება ახალი 140 ხის დარგვა. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ხის მოჭრა იგეგმება, მაგრამ ესეც არის ახსნილი და გაცხადებული მოსახლეობისთვის, თუ რატომ არის ეს საჭირო”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.