ილია დარჩიაშვილსა და მევლუთ ჩავუშოღლუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის სატელოფონო საუბარი გაიმართა.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარზე ისაუბრეს.
თურქული მედიის ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგას ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარი გასულ კვირას გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის სამუშაოებში დღეიდან ერთვებიან თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები.