ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი მიიღო
ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ჰადას მეიცადი მიიღო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ისრაელში განვითარებული მოვლენები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა. მინისტრმა ელჩს მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა აქტუალურ საკითხზე.