ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეიტონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეიტონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.

„აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის, ასევე დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.

ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.

ბრიტანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა.

ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე. აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის, კომპლექსური რეფორმების წარმატებით იმპლემენტაციის გზით.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.