ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და თურქეთს შორის არაჩვეულებრივი ხალხთაშორისი და პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, გვაქვს საკმაოდ დინამიური ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული არაჩვეულებრივი ხალხთაშორისი და პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიური ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ, რათა ორ ქვეყანაშ ორის ვაჭრობის ხელშეწყობა მოხდეს.
„გვაქვს კონკრეტული ნიშნულები, რომელთან სწორებასაც აქტიურად ვცდილობთ და სწორედ ამ პროცესში ვცდილობთ ყოველწლიურად გვქონდეს კონკრეტული ხელშესახები დინამიკა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კუთხით. მორიგი ნიშნული ლიდერების მხარდაჭერით მოინიშნა 3 მილიარდი ევრო ვაჭრობა, ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მივაღწევთ ამ კონკრეტულ ნიშნულს, რომლის შედეგადაც გვექნება ახალი ნიშნული. ამ პროცესის ხელშესაწყობად ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები ძალინ აქტიურად თანამშრომლობენ წლის განმავლობაში ერთმანეთთან, რათა მაქსიმალურად გავაადვილოთ და ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას და მომავალში გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის ტექნიკური ბარიერი, რომელიც აფერხებს ამ პროცესს“, – განაცხდა ილია დარჩიაშვილმა.