ილია დარჩიაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას
ილია დარჩიაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენს გუნდში, თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა დავით ზალკალიანს, რომელიც აშშ-ში ელჩად გააგრძელებს საქმიანობას, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მინდა, დავით ზალკალიანს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა და საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.