დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა
დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ზალკალიანი საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად გააგრძელებს მუშაობას.

დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა, ხოლო 2021 წლის 21 იანვრიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

იქამდე, 2012 წელს ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ დაინიშნა. 2015 წელს საქმიანობა განაგრძო ახლად დაფუძნებულ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. 2016-2018 წლებში ზალკალიანმა კვლავ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა.