ილია დარჩიაშვილი - ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე
ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგ, ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნატო-სთან ძალიან ღია, დინამიური ურთიერთობები აქვს.
„სენატორებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაეცვალა მოსაზრებები და გავუზიარეთ სენატორებს ის გეგმები, რომელიც საქართველოს აქვს, ის შედეგები, რომელიც საქართველომ მიიღო რეფორმების გზაზე და ვფიქრობ, საკმაოდ შედეგიანი შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ნატო-სთან გვაქვს ძალიან ღია, ძალიან დინამიური ურთიერთობები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირთან, ნატო-სთან ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე. ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.