ილია დარჩიაშვილი – ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე

20:28, 29.06.2022

ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგ, ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნატო-სთან  ძალიან ღია, დინამიური ურთიერთობები აქვს.

„სენატორებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაეცვალა მოსაზრებები და გავუზიარეთ სენატორებს ის გეგმები, რომელიც საქართველოს აქვს, ის შედეგები, რომელიც საქართველომ მიიღო რეფორმების გზაზე და ვფიქრობ, საკმაოდ შედეგიანი შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ნატო-სთან გვაქვს ძალიან ღია, ძალიან დინამიური ურთიერთობები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირთან, ნატო-სთან ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე. ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი