ილია დარჩიაშვილი - კულტურულ, რელიგიურ და მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით, ხალხმრავლობიდან გამომდინარე, გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა მიზანშეწონილი არ არის
კულტურულ, რელიგიურ და მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ასევე ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, ნოვრუზ-ბაირამთან დაკავშირებით, გადაადგილების შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება.
„საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ-ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კულტურულ, რელიგიურ და მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე ასევე ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.