საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ხვდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს ილია დარჩიაშვილი გააკეთებს.
ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღეს შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ასევე შეხვედრა იგეგმება პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია და ვიზიტი დღეს დასრულდება.