საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს განაგრძობს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელი ქოენთან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
„საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე.