ილია დარჩიაშვილი - დმიტრო კულებასთან შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
ილია დარჩიაშვილი - დმიტრო კულებასთან შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ხანმოკლე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა, ხანმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – წერს დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.