ილია დარჩიაშვილი – დმიტრო კულებასთან შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ხანმოკლე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.
აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა, ხანმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – წერს დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
At the NATO Ministerial Meeting had an opportunity to have a short exchange with Ukrainian Foreign Minister @DmytroKuleba. Agreed to continue close communication and I reiterated 🇬🇪’s support to 🇺🇦. pic.twitter.com/erKJjn6TUm
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 7, 2022