ილია დარჩიაშვილი - დაე, მალე დასრულდეს ომი, უკრაინა უფრო ძლიერი გამოვიდეს ამ განსაცდელიდან, რათა ხალხმა იცხოვროს თავისუფალ, აყვავებულ ქვეყანაში
ილია დარჩიაშვილი - დაე, მალე დასრულდეს ომი, უკრაინა უფრო ძლიერი გამოვიდეს ამ განსაცდელიდან, რათა ხალხმა იცხოვროს თავისუფალ, აყვავებულ ქვეყანაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

​ამის შესახებ დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.

„ვულოცავ უკრაინას განსაკუთრებულ დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულს. დაე, მალე დასრულდეს ომი და უკრაინა უფრო ძლიერი გამოვიდეს ამ განსაცდელიდან, რათა მისმა ხალხმა იცხოვროს თავისუფალ და აყვავებულ ქვეყანაში. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს დარჩიაშვილი „ტვიტერზე“.