ილია დარჩიაშვილი - ბრიუსელში პრემიერის ვიზიტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ჰქონდა ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. დავიწყოთ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით, შეხვედრა შედგა ნატო-ს შტაბბინაში. ტრადიციულად, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხაზი ესმება თანამშრომლობის იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.
„ამ ვიზიტით, ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია ნატო-სი, ნატო-ს წევრი ქვეყნების, ჩვენს რეგიონში. ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის ღირებულებას და იმას, თუ რა შედეგები მოაქვს ამ პარტნიორობას ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. კიდევ ერთხელ განვიხილეთ პრაქტიკული თანამშრომლობის კომპონენტები და ის დინამიკა, რომელიც საქართველოს და ნატო-ს აქვს მიმდინარე, მოცემულ მომენტში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.