ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ქრისტოფერ კავოლისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.

„ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

ასევე, აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ურყევი მხარდაჭერა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმციაში.