ილია დარჩიაშვილი - ანალენა ბერბოკის ვიზიტით საქართველოში ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი
ილია დარჩიაშვილი - ანალენა ბერბოკის ვიზიტით საქართველოში ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი

გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა და საქართველოსთვის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ანალენა ბერბოკის საქართველოში ჩამოსვლა ახალი იმპულსის მომტანი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში.

„მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდება საქართველოში. გერმანია ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა ევროკავშირის და სწორედ საქართველოსთვის ამ ვიზიტით ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, რადგან ანალენა ბერბოკის ჩამობრძანება, რა თქმა უნდა, ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს წარმატებულ სვლაზე. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მნიშვნელივან წვლილს შეიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, თავად გერმანიასთან და ამ ქვეყნის მობილიზებასთან, როგორც ჩვენი ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის. ეს იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ბერბოკის ვიზიტს საქართველოში. ვფიქრობ, მსგავსი ვიზიტები ძალიან აძლიერებს ქვეყანას, ამით იზრდება ცნობადობა ქვეყნის, რომელიც ასე აქტიურად და წარმატებით აგრძელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს 23-24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა.