აზერბაიჯანის მოქმედმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე, საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა.
ილჰამ ალიევმა ხმა იმ სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც 1967-1977 წლებში სწავლობდა.
ალიევი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ხმა ჯერ პრეზიდენტის შვილებმა – არზუმ, ჰეიდარმა და ლეილამ მისცეს. შემდეგ კი, საკუთარი არჩევანი ვიცე-პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ და თავად პრეზიდენტმა დააფიქსირეს.
აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. ილაჰამ ალიევი მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატია.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.