გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ ფავორიტი არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ ფავორიტი არჩევნების  მეორე ტურში გაიმარჯვებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია ვარაუდობს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს ერთადერთი იმედი აქვს, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივა და ადმინისტრაციული რესურსით, მოსყიდვითა და დაშინებით შეძლებენ ვითარების გარდატეხას.

„ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ამ ადამიანის სახელისუფლებო სადავეებთან მიშვება დამატებითი საფრთხისა და ზიანის მომტანია. დარწმუნებული ვარ, ხალხი არჩევნებზე მოვა. უარეს შემთხვევაში, მეორე ტური იქნება და ჩვენი ფავორიტი სალომე ზურაბიშვილს დაამარცხებს, თუ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში საერთოდ  გავა”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს დამაჯერებლად იგებს და გრიგოლ ვაშაძემ შესაძლოა, მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს.