ილჰამ ალიევი - სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მესამე ძალის ჩართვას ცდილობს, ისინი მცდარ გზაზე არიან
სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მესამე ძალის ჩართვას ცდილობს, ისინი მცდარ გზაზე არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის მიღებისას განაცხადა.
„სომხეთის მიზანია გააფართოვოს კონფლიქტის გეოგრაფია, ჩართოს მესამე ძალები“- განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, სომხეთს დამოუკიდებლად წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.
„ყოველდღე ფრონტიდან სასიხარულო ამბები მოდის. დღეს მე გათავისუფლებული სოფლების შესახებ ვაცნობე“,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.