ილჰამ ალიევი – სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მესამე ძალის ჩართვას ცდილობს, ისინი მცდარ გზაზე არიან

17:41, 19.10.2020

სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მესამე ძალის ჩართვას ცდილობს, ისინი მცდარ გზაზე არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის მიღებისას განაცხადა.

„სომხეთის მიზანია გააფართოვოს კონფლიქტის გეოგრაფია, ჩართოს მესამე ძალები“- განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, სომხეთს დამოუკიდებლად წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.

„ყოველდღე ფრონტიდან სასიხარულო ამბები მოდის. დღეს მე გათავისუფლებული სოფლების შესახებ ვაცნობე“,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მსგავსი