იგორ დოლგოვი - ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება
ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს უკრაინის მოქალაქეები უფასოდ.
„მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რომელბმაც შექმნეს ყველანაირი პირობა, რომ მიიღონ ჩვენი მოქალაქეები. შექმნილია პირობები ჩვენი მოქალაქეების განთავსებისთვის და ასევე მათ მიერ საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთისთვის. ირლანდიამ გააუქმა სავიზო რეჟიმი უკრაინის მოქალაქეებისთვის. ბევრმა ქვეყანამ უკან გაიწვია საკუთარი ელჩები და ასევე ქვეყნიდან გამოიყვანა რუსეთის ელჩები. ეს არის სოლიდარობა, საერთშორისო დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება.
ეს არის პასუხი შეკითხვაზე, რომელსაც მისვამენ ჩემი კოლეგები, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ უკრაინისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ ყველანაირი დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის და საქართველოშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ავიამიმოსვლა უკრაინასთან, ასეულებით, მე მგონი უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე ჩარჩა საქართველოში. ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება. საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს უკრაინის მოქალაქეები უფასოდ. მცირე საშუალო და მსხვილი სასტუმროების მეპატრონეები გვეკითხებიან, რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენი მოქალაქეებისთვის და ყველაფერს აკეთებენ, რომ განათავსონ ისინი.
მე მივიღე მესიჯი კახეთის გუბერნატორისგან და მან გამომიგზავნა სურათი, სადაც იყო ასახული დემონსტრაცია უკრაინის მხარდასაჭერად. ასეთი მაგალითები საქართველოში ძალიან ბევრია და ასევე ძალიან ბევრია მთელ მსოფლიოში. ეს საკმარისია? არა, არ არის საკმარისი. ის, რაც გუშინ გვეჩვენებოდა სანქციების ხისტ პაკეტად, დღეს უკვე არასაკმარისად გვეჩვენება. ის ტრანსპორტები, საბრძოლო ტექნიკით და ასევე საბრძოლო იარაღით და საბრძოლო მასალით არ არის საკმარისი, მიმდინარეობს ომი. ძალიან გვჭირდება ჩვენ პირველადი დახმარების საშუალებები. ეს დახმარება მიდის უკრაინაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან და მიმართულებიდან“, – განაცხადა ელჩმა.