„იფსოსი“ - ტელეკომპანია „მთავარმა“ გამოაქვეყნა კვლევის წინასწარი შედეგები, რაც არ არის განკუთვნილი გასაჯაროებისთვის
სამწუხაროდ, ტელეკომპანია „მთავარმა“ გამოაქვეყნა გაუწონასწორებელი შედეგები, რომლებიც წინასწარია და არ არის განკუთვნილი გასაჯაროებისთვის, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან, რომელიც არის სწორი და საბოლოო, – ამის შესახებ საუბარია კომპანია „იფსოსის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, სათაურით „საქართველოს წინასაარჩევნო შედეგების დაზუსტება“.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ ზუგდიდთან დაკავშირებით გავრცელებული შედეგები განსხვავდებოდა იმ შედეგებისგან, რაც „იფსოსმა“ „მთავარს“ მიაწოდა და რაც „იფსოსმა“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
„იფსოსს“ მიაჩნია, რომ არევა ტელეკომპანია „მთავარში“ გაუგებრობის გამო მოხდა იმის თაობაზე, თუ რისი გასაჯაროება იყო განზრახული.
„მთავარისთვის განკუთვნილი ჩვენი ანგარიში მოიცავდა როგორც სრულ შეწონილ, ასევე გაუწონასწორებელ შედეგებს ზუგდიდისთვის. „იფსოსის“ პრაქტიკის შესაბამისად, ეს გაკეთდა ჩვენი მედიაკლიენტისთვის გამოკითხვის შესახებ სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, ტელეკომპანია „მთავარმა“ გამოაქვეყნა გაუწონასწორებელი შედეგები, რომლებიც წინასწარია და არ არის განკუთვნილი გასაჯაროებისთვის, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან, რომელიც არის სწორი და საბოლოო. ეს არის დაბნეულობის წყარო“, – ნათქვამია პრესრელიზში.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ „იფსოსი“ მოწოდებულია, უზრუნველყოს არჩევნების ზუსტი შედეგები ყოველთვის და ნებისმიერ ადგილას და მზად არის, იყოს გამჭვირვალე გამოკითხვებთან დაკავშირებით.
„იფოსის“ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ზუსტი და გამჭვირვალე არჩევნები კარგია დემოკრატიისთვის.