იერუსალიმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
იერუსალიმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

იერუსალიმში ასობით ულტრაორთოდოქს ებრაელსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება სამხედრო სამსახურში გაწვევის წინააღმდეგ ებრაელების საპროტესტო აქციას მოჰყვა.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, ამან კი დაპირისპირება გაამწვავა.

ისრაელში სემინარიის ულტრაორთოდოქსი სტუდენტები რელიგიურ ნიადაგზე სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. ამ უფლების მოპოვება კი მათ გაწვევის პროცედურის გავლის შემდეგ შეუძლიათ. აქციის მონაწილე ულტრაორთოდოქსები ამ ფორმალობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ისრაელელი ებრაელების უმეტესობას, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს, სამხედრო სამსახურში სრულწლოვნობის მიღწევისთანავე იწვევენ.