იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში და მის მიმდებარედ ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა
იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში და მის მიმდებარედ ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა. პოლიცია მეჩეთში შევიდა და მლოცველების გაყვანა სცადა, რა დროსაც ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მლოცველები პოლიციას სხვადასხვა საგნებს ესროდნენ.
პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, დაშავდა ექვსი ადამიანი. პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადებით, ათობით ახალგაზრდამ მეჩეთში ქვები და პიროტექნიკა შეიტანა და შიგნიდან ჩაკეტვა სცადა.
თავის მხრივ, პალესტინური მხარე ამბობს, რომ პოლიცია მეჩეთში ლოცვის მიმდინარეობისას შეიჭრა.
„ისრაელის რეიდი ალ-აქსას მეჩეთში არის თავდასხმა მლოცველებზე და სილის გაწვნა აშშ-ის ძალისხმევისთვის, რომელიც ცდილობს რამადანის თვის განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“, – ნათქვამია პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის პრესსპიკერის განცხადებაში.
პოლიციამ ალ-აქსას მეჩეთში რეიდი გასულ ღამითაც ჩაატარა.