იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე მესამე ბეთლემში ჩავიდა, სადაც მაცხოვრის შობის ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III ბეთლემში ჩავიდა, სადაც ის მაცხოვრის შობის ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბეთლემში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ბეთლემში დღეს მომლოცველებისა და ტურისტების სიმცირეა. წელს ბეთლემში არ არის არც საშობაო დეკორაციები.
წელიწადის ამ დროს ბეთლემში, ჩვეულებრივ, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ხოლმე.